ლამინ იამალი
Aa
Aa

„იამალი არ იყიდება“ - ბარსელონა უარყოფს, რომ €400-მილიონიანი შეთავაზება მიიღო

„ბარსელონას“ ლამინ იამალის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ აქვს. ამის შესახე  Marca იუწყება.

მანამდე ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ჰილალმა“ „ბლაუგრანას“ 18 წლის ვინგერის სანაცვლოდ, 400 მილიონი ევრო,  ხოლო თავად ფეხბურთელს შვიდწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

კატალონიურ კლუბში უარყოფენ, რომ ასეთი შეთავაზება მიიღეს და აღნიშნეს, რომ ლამინ იამალი არ იყიდება.

გარდა ამისა, ამ ზაფხულში ესპანელმა ვინგერმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბარსელონას“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. 

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთის ნაკრების დანაკლისი საქართველოსთან | მან შეკრება უკვე დატოვა
თურქეთის ნაკრების დანაკლისი საქართველოსთან | მან შეკრება უკვე დატოვა