„მაშინ თავი ამის გამო შევიკავე“ - მბაპე რეალში ჩაშლილ ტრანსფერზე
კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის თაობაზე, სანამ ტრანსფერი განხორციელდებოდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ბევრს ეგონა, რომ ფრანგი ფორვარდი სამეფო კლუბში გაცილებით ადრე გადაბარგდებოდა. რატომ შეაჩერა „მონაკოში“ ასპარეზობისას არჩევანი „პარი სენ-ჟერმენზე“ და არა სამეფო კლუბზე, ამის თაობაზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„როდესაც „მონაკოდან“ წასვლა გადაწყვიტე, 18 წლის ვიყავი. ეს კი ისეთი ასაკია, როდესაც რეგულარულად თამაში გსურს. რატომ ვთქვი „რეალზე“ მაშინ უარი? არ დავმალავ, არ მქონდა იმედი, რომ კარიმ ბენზემას, კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილის კონკურენციის პირობებში თავის გამოჩენის შანსი მომეცემოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პარიზში ცხოვრებისა და თამაშის ვარიანტი. „პარი სენ-ჟერმენში“ შვიდი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე, თუმცა ამ შვიდი წლის განმავლობაში „რეალში“ თამაშზე ოცნება წამითაც არ შემიწყვიტავს“.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ საფრანგეთი - აზერბაიჯანის შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც სანაკრებო შეკრება დატოვა და „ბლანკოსს“ დაუბრუნდა.