ფიფა ჩემპიონატის მატჩების სხვა ქვეყანაში ჩატარების აკრძალვას აპირებს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფიფა, უცხო ქვეყნებში ეროვნული ჩემპიონატების მატჩების ორგანიზების გამო, უკმაყოფილოა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის მატჩი „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის, აშშ-ის ქალაქ მაიამიში ჩატარდება, ხოლო სერია A-ს შეხვედრას „მილანსა“ და „კომოს“ შორის, ავსტრალიის ქალაქი პერთი უმასპინძლებს.
უეფამ ორივე მატჩის ჩატარების ნებართვა გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება ასეთ პრაქტიკას, მაგრამ არ აქვს აკრძალვის საკანონმდებლო არგუმენტები, რადგან ფიფას წესები ზედმეტად ბუნდოვანია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიფა გეგმავს კანონმდებლობის შეცვლას და მსგავსი მატჩების აკრძალვას.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები სწორედ იმით არის ღირებული, რომ საკუთარ ქვეყანაში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“-„ბარსელონას“ დაპირისპირება 21 დეკემბერს გაიმართება, „მილანი“-„კომოს“ მატჩი კი - 8 თებერვალს.