უეფამ ვილიეარელი-ბარსელონას მატჩის მაიამიში ჩატარება დაუშვა
Aa
Aa

უეფამ ვილიეარელი-ბარსელონას მატჩის მაიამიში ჩატარება დაუშვა

უეფამ ნება დართო „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ ლა ლიგის მატჩი, აშშ-ის ქალაქ მაიამიში ჩაატარონ.

გარდა ამისა, „მილანი“ და „კომო“ შეძლებენ სერია A-ს მატჩი ავსტრალიის ქალაქ პერთში გამართონ.

ამასთან, ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არასასურველად მიაჩნია და იმედი გამოთქვა, რომ ეს ეპიზოდი პრეცედენტი არ გახდება. ინფორმაციას ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

„უეფამ დღეს დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩემპიონატების მატჩების მიმართ, რომლებიც შესაბამისი ქვეყნების ფარგლებს გარეთ ტარდება. გასულ თვეში, ტირანაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ, უეფამ დამატებითი კონსულტაციები გამართა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეეფასებინა ამ საკითხის შედეგები, ესპანეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციების მხრიდან მიმართვის შემდეგ. ამ კონსულტაციამ დაადასტურა საყოველთაო მხარდაჭერის არარსებობა, რაც გამოვლინდა მრავალი ფანის, ლიგის, კლუბის, მოთამაშისა და ევროპული ინსტიტუტის შემთხვევაში, ეროვნული ჩემპიონატების მატჩების საზღვარგარეთ გამართვის იდეასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ფიფას შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოები, რომლებიც ამჟამად გადახედვის პროცესშია, არ არის საკმარისად ნათელი და დეტალური, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა „უხალისოდ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამონაკლისის სახით დაემტკიცებინა ამ საკითხზე შემოსული ორი განაცხადი“, - ნათქვამია უეფას მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“-„ბარსელონას“ დაპირისპირება 21 დეკემბერს გაიმართება, „მილანი“-„კომოს“ მატჩი კი - 8 თებერვალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, უფრო მარტივი დებიუტი სურდა, მაგრამ...“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაზე
„შესაძლოა, უფრო მარტივი დებიუტი სურდა, მაგრამ...“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაზე