გვჯერა, მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება| მარსელინომ მიქაუტაძეზე ისაუბრა
ლა ლიგაში „რეალმა'' „ვილიარეალს'' 3:1 მოუგო. სტუმართაგან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მატჩის შემდეგ მარსელინომ მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა: „ის ადაპტაციის შუა პერიოდშია, მცირე ხანია რაც ჩვენთან ერთადაა, თუმცა აჩვენა მისი შესაძლებლობები. კარგად პოულობს გამოსავალს, დაგეშილია მეტოქის კარზე და შეტევის დაგვირგვინება შეუძლია. გვჯერა რომ გოლებს გაიტანს და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება’’.
AS-ის ჟურნალისტი ხულიან ბურგოსი მიქაუტაძის „რეალთან’’ თამაშის შესახებ წერს:
„ის პატარა ეშმაკივითაა. მოედანზე ყოფნისას მადრიდის „რეალის’’ ცენტრალურმა მცველებმა წონასწორობა დაკარგეს. შესანიშნავი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა ამ გოლმა ვერაფერი შეცვალა’’.
ლა ლიგაში მიქაუტაძემ მეხუთედ ითამაშა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, მან ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს'' გაუტანა.
8 ტურის შემდეგ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 16 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს შინ „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.