იური ტაბატაძე
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ“ | რა თქვა იური ტაბატაძემ უესკასთან მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეცხრე ტურში იური ტაბატაძის „კადისი“ „უესკას“ დაუპირისპირდა. „ყვითლებმა“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და შეხვედრის ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელმაც თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ ტაბატაძემ კომენტარი გააკეთა და „კადისის“ წარმატებაზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარე. გვჭირდებოდა, რეაბილიტაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვეხდინა და სწორედ ეს გავაკეთეთ.

უესკასთან მატჩში საოცარი ქომაგობა იყო. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. მთავარია, სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. რთული შეხვედრა იყო და გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო წამამდე ერთიანები ვიყავით და გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუეთ.“

მოპოვებული გამარჯვების შედეგად „კადისი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით გალიდერდა. ესპანურ პრესაში ტაბატაძეს აქებენ და მას „კადისის ქომაგების საფეხბურთო კერპიც“ უწოდეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, „ბურგოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
8 მოხსნა 17 წუთში | ბითაძის ორლანდომ მაიამი დაამარცხა
8 მოხსნა 17 წუთში | ბითაძის ორლანდომ მაიამი დაამარცხა