მიხეილ ხუჭუამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა | ველოსპორტი
Aa
Aa

მიხეილ ხუჭუამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა | ველოსპორტი

საქართველოს ველოსპორტის იუნიორთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა: მიხეილ ხუჭუამ, გიორგი გაბრიჭიძემ და დავით ხელაშვილმა ლატვიაში, საერთაშორისო ტურნირზე -LATVIJAS RITEŅBRAUKŠANAS FEDERÄCIJA LR čempionāts daudzdienu velobraucienā un Zemgales kauss 2025 იასპარეზეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ ხუჭუას წარმატება: მან 98 კმ-იან დისტანციაზე, 70 მონაწილეს შორის პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ ხუჭუამ შუალედური ფინიშების მოგებით საერთო ჯამში 16 ქულა მოიპოვა, რითაც 5 ქულით აჯობა ესტონელ მეტოქეს და დაისაკუთრა მწვანე მაისური.

აღნიშნული შედეგი ნიშნავს, რომ ქართველმა სპორტსმენმა ქულათა კლასიფიკაციაში პირველი ადგილი დაიკავა და რბოლის საუკეთესო სპრინტერის ტიტული მოიპოვა.

შეჯიბრებაზე გიორგი გაბრიჭიძემ მე-7 ადგილი დაიკავა, დავით ხელაშვილმა კი 23-ე პოზიციაზე დაასრულა რბოლა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ინტერთან | გოგლიჩიძის ბრწყინვალე თამაში
გამარჯვება ინტერთან | გოგლიჩიძის ბრწყინვალე თამაში