საზონოვის ტრანსფერი დაყოვნდა | რა პრობლემა წარმოექმნა ხეტაფეს
საბა საზონოვი „ტორინოს“ დატოვებასთან ერთ ნაბიჯშია. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ქართველი მცველის იჯარის წესით გადაყვანა „ხეტაფეს“ სურს, თუმცა ესპანურ კლუბს პრობლემა წარმოექმნა.
AS-ის ჟურნალისტის, მარიო რეინოსოს ცნობით, ლა ლიგის წესების გამო, „ხეტაფეს“ საზონოვის დარეგისტრირება ჯერ არ შეუძლია, რამაც, გარიგების დახურვის გაწელვა განაპირობა. „ლურჯები“ კრისტანტუს უჩეს ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდებიან. უჩეს „კრისტალ პალასი“ ყიდულობს და როგორც კი „ხეტაფე“ თანხას მიიღებს, საზონოვს დაარეგისტრირებენ.
⚠️???? Todo parado en Getafe:
— Mario Reinoso (@MarioReinoso17) September 1, 2025
— La venta de Uche al Crystal Palace aún NO es oficial
Esto es algo clave, ya que aceleraría el resto de movimientos:
— Inscripciones
— Más fichajes (Abu Kamara, Carlos Martín, Sazonov…)
— Otras salidas (Juanmi, Peter, Sola…).
Horas frenéticas. https://t.co/uOmvXjgPEG
ცნობისთვის, საბას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბიდან ჰქონდა შეთავაზეა, მაგრამ ესპანეთში გადასვლა აირჩია. მას „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა