ევროპის რვა ჩემპიონი - ქართველი ათლეტების ტრიუმფი მალტაში
Aa
Aa

ევროპის რვა ჩემპიონი - ქართველი ათლეტების ტრიუმფი მალტაში

მალტაში გამართული კლასიკური წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები სამ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ და უმედლოდ არც ერთ შემთხვევაში არ დარჩენილან - ეროვნულმა და 19-წლამდე ნაკრებმა შეჯიბრება - ჩემპიონის, ხოლო 23-წლამდე ნაკრებმა ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა.

დიდებს შორის გოგონებში სოფო კვანჭიანი (65 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა - ის საქართველოს ათლეტიზმის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ვაჟებს, ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) ჩემპიონობის გარდა, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდები დაამყარა. მის გარდა ოქროს მედალი ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ) დაისაკუთრა, ხოლო ალეკო სიდანოვი (66 კგ), გენადი ოტიაშვილი (74 კგ), ლევან მთიულიშვილი (105 კგ) და თორნიკე პაატაშვილი (120 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ყველაზე მეტი ჩემპიონი საქართველოს 19-წლამდელებში ჰყავდა - უმაღლესი შედეგი ერთბაშად ოთხმა ათლეტმა, გიორგი წიკლაურმა (53 კგ), საბა გოგიჩაიშვილმა (59 კგ), გოდერძი ქარცივაძემ (74 კგ) და გიორგი ხვისტანმა (+120 კგ) აჩვენა, მათგან გოგიჩაიშვილმა კი ევროპის რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება თორნიკე მარტაშვილსა (120 კგ) და ნიკა დარჩაშვილს (+120 კგ), ისინი შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელნი გახდნენ.

23-წლამდელებს შორის ქართველმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს - ჩემპიონის ტიტული გიორგი გელაშვილმა (53 კგ) მოიპოვა, ხოლო გიორგი მაისურაძე (59 კგ) და ზურა ღვინიანიძე (66 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MMA-ს შოუ საქართველოში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
MMA-ს შოუ საქართველოში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება