მეორე მედალი პარათამაშებზე - მუშკუდიანი ბრინჯაოს პრიზიორია
Aa
Aa

მეორე მედალი პარათამაშებზე - მუშკუდიანი ბრინჯაოს პრიზიორია

თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი პარაცურვაში მოიპოვა. წარმატებას ზაკო მუშკუდიანმა მიაღწია, რომელმაც ბატერფლაის დისციპლინაში 50 მეტრზე გაცურვაში მესამე შედეგი აჩვენა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და მსგავსი მასშტაბის შედეგი კარიერაში პირველად დააფიქსირა.

ეს ტურნირი ჩვენი ქვეყნის პარასპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით რომ შევა ისტორიაში, უკვე თამამად შეიძლება ამის თქმა, რადგან აქამდე კონტინენტის პარათამაშებზე მედალი არ გვქონდა მოპოვებული, ახლა კი საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოა. მუშკუდიანზე უფრო დიდ წარმატებას ანა ჯაფარიძემ მიაღწია, რომელიც პარატაეკვონდოში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ გახსნის ცერემონიაზე ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პარალიმპიური ნაკრების მედროშე სწორედ ზაკო მუშკუდიანი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარა თამაშების გამარჯვებულია
ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარა თამაშების გამარჯვებულია