სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ყოველ ჯერზე უნდა დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ“ - მამუკელაშვილი

„ტორონტო რეპტორსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა თავისი ყოფილი გუნდის, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა მამუკელაშვილმა:

„მინდა, სათამაშო დრო დავიმსახურო და ყოველ ჯერზე დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ. მზად უნდა ვიყო იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომელსაც მივიღებ. რამდენი წუთიც არ უნდა ვითამაშო, მაქსიმალურად პროდუქტიული უნდა ვიყო.

სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები სროლის საკითხში მენდობიან. ზოგჯერ ისინი მეუბნებიან კიდეც - „ისროლე, გვჯერა შენი“. ხანდახან პასს ვაძლევ თანაგუნდელს, ისინი კი მეუბნებიან, რომ ჩემი პოზიცია სროლისთვის უკეთესი იყო.

ჯამალ შიდთან ურთიერთგაგება უმჯობესდება. ის დაცვაში ძალიან აგრესიულია და ყოველთვის ვიცი, რომ დამაზღვევს. მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ჯამალი ძალიან ბევრ სასროლ მომენტს ქმნის. ასეთ პარტნიორთან თამაში ძალიან კომფორტულია“.

ცნობისთვის, სანდრომ „ბაქსთან“ მატჩში 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამ დროისთვის „ტორონტოს“ 4 მოგება და 4 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს კანადელები 8 ნოემბერს სტუმრად, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა