არსენ ვენგერი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

„ვირცის ტრანსფერის შემდეგ ნახევარდაცვა გაინადგურეს“ | არსენ ვენგერის კომენტარი

„არსენალის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა „ლივერპულსა“ და ფლორიან ვირცზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მერსისაიდელებმა შეცდომა დაუშვეს, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში გამოასწორეს.

„როდესაც ფლორიან ვირცს ლივერპულსა და ბაიერნს შორის არჩევანი ჰქონდა, წითლებს პირობა წაუყენა: „თქვენთან გადმოვალ თუ 10 ნომრად მათამაშებთ და არა ფლანგზე.“ ლივერპულმა ამაზე თანხმობა განაცხადა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდელებმა თავიანთი ნახევარდაცვა გაანადგურეს, რომელიც გრავენბერხისგან, მაკ ალისტერისგან და შობოშლაისგან შედგებოდა. ვირცს ათიანზე რომ ეთამაშა, შობოშლაიმ დაკარგა პოზიცია. რა გააკეთეს ასტონ ვილას წინააღმდეგ?! გასული სეზონის ნახევარდაცვა დააბრუნეს და რეალთანაც იგივე მოხდა, რამაც შედეგი გამოიღო.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „რეალს“ 1:0 მოუგო. „წითლები“ მომდევნო შეხვედრას „სიტისთან“ გამართავენ, შემდეგ კი „ნოტინგემთან“ დაპირისპირება ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბაიერნმა მისი პოტენციალის შეზღუდვა შეძლო“ - ფრანგული პრესა კვარაზე
„ბაიერნმა მისი პოტენციალის შეზღუდვა შეძლო“ - ფრანგული პრესა კვარაზე