მაგიდის ჩოგბურთი
Aa
Aa

ბრინჯაოს შემდეგ ვერცხლი - უპრეცედენტო შედეგი მაგიდის ჩოგბურთში

ანასტასია ჩხარტიშვილის მიერ მიღწეული წარმატებების შემდეგ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბევრს ეგონა, რომ ბათუმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის პრესტიჟულ ტურნირზე ქართველი მაგიდის ჩოგბურთელებისთვის ეს მაქსიმუმი იყო, თუმცა საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა და უკეთესი რეზულტატიც მივიღეთ.

ამჯერად ქართველი გულშემატკივარი ელენე ქობალიამ გაახარა, რომელიც 11-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში თამაშობდა და დამაჯერებელი ასპარეზობის ხარჯზე ფინალში გასვლა შეძლო, სადაც აზერბაიჯანელ მეჰინ მირზაბალაიევასთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა, რაც მისი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, უბრალოდ ბრწყინვალე შედეგია.

ცნობისათვის, მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით აჭარის დედაქალაქი მასპინძლობდა, სადაც 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო და ბრინჯაო - ტანმოვარჯიშეების წარმატება
ოქრო და ბრინჯაო - ტანმოვარჯიშეების წარმატება