პსჟ, უსმან დემბელე
Aa
Aa

პსჟ-ს პრობლემები გრძელდება - ტრავმირებულთა სიას დემბელეც დაემატა

პარი სენ ჟერმენის პრობლემები გრძელდება და უფრო მეტად რთულდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ აშრაფ ჰაკიმის შემდეგ, რამდენიმე კვირას ნუნუ მენდეშიც გამოტოვებს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ტრავმირებულთა სიას უსმან დემბელე დაემატა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

მისი თქმით, ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს მარცხენა წვივის ტრავმა აქვს და მსგავსად ჩამოთვლილი ფლანგის მცველებისა, ისიც რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

პარიზელთათვის ეს საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან ლუის ენრიკეს განკარგულებაში არც დეზირე დუეა. ფრანგულ გიგანტს ერთბაშად 4 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნთან 1:2 დამარცხდა. რეკორდმაისტერის მხრიდან დუბლი შეასრულა ლუის დიასმა, რომელიც მოგვიანებით გააძევეს, ხოლო პარიზელთა მხრიდან თავი ნევეშმა გამოიჩინა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ ტურში, პსჟ ტოტენჰემს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2025 წლის Golden Boy დეზირე დუე გახდა
2025 წლის Golden Boy დეზირე დუე გახდა