გიორგი გველესიანი
Aa
Aa

„ინტერნეტით კავშირი არ გვაქვს“ - გველესიანი ამ დრომდე ირანშია

საქართველოს ნაკრებისა და ირანული „სეპაჰანის“ მცველი, გიორგი გველესიანი ამ დრომდე ირანში იმყოფება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოცემა Prime Time-ი 34 წლის მცველის მეუღლის, ლინდა კიკოლაშვილის კომენტარს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ოჯახს გიორგისთან ინტერნეტით კავშირი არ აქვს, თუმცა მას ირანში საქართველოს საელჩოს მეშვეობით ეკონტაქტება.

რას ამბობს ლინდა კიკოლაშვილი:

„გიორგი ირანში იმყოფება, თუმცა უსაფრთხოდ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ინტერნეტკავშირი არ გვაქვს. ვეხმიანებით საქართველოს საელჩოს მეშვეობით, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს საქართველოს მოქალაქეებისდამი.“

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 14 დღეა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციების მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გახდა. საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466-მდე გაიზარდა. ამასთან, როგორც მედიაში იწერება, 3 დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში ინტერნეტიც გაითიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მუჯირით დაწყებული ისტორია - მამაგეიშვილმა შტურმში ქართული პოზიტივი უნდა გააგრძელოს
მუჯირით დაწყებული ისტორია - მამაგეიშვილმა შტურმში ქართული პოზიტივი უნდა გააგრძელოს