გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მუჯირით დაწყებული ისტორია - მამაგეიშვილმა შტურმში ქართული პოზიტივი უნდა გააგრძელოს

რამდენიმე კვირის წინ „შტურმში“ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ორამდე გაიზარდა. თუ აქამდე ქართველი გულშემატკივრები გრაცის კლუბში მხოლოდ ოთარ კიტეიშვილის ასპარეზობას ადევნებდნენ თვალყურს, ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში გიზი მამაგეიშვილიც მოექცევა, რომელიც ავსტრიულ გრანდს თბილისის „იბერიადან“ შეუერთდა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს უკვე ძალიან კარგი პრესა აქვს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები მისი მონდომებით კმაყოფილები არიან.

ცნობილი გამოცემა Kronen Zeitung-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „შტურმში“ ინტეგრაცია ქართველ ფეხბურთელებს არასოდეს უჭირდათ და საამისო მაგალითებად ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ამ გუნდში დავით მუჯირის, ილია კანდელაკისა და გიორგი შაშიაშვილის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში მოჰყავთ. თავად მამაგეიშვილი იმედოვნებს, რომ ამ სასიამოვნო ტრადიციას თავადაც გააგრძელებს და მას საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა აქვს, რაც „იბერიას“ ყოფილი კაპიტნის მცირე კომენტარიდანაც კარგად ჩანს.

გიზი მამაგეიშვილი

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის უყვარს აგრესიულად თამაში, სურს მუდამ გამარჯვება, მოედანზე დადებითი კუთხით თავის გამოჩენა და უბრალოდ სპორტის ამ სახეობით გატაცებული პიროვნება ვარ. თუმცა, ჩვეულებრივად ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი გახლავართ, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ჰგონია.

ცნობისათვის, ავსტრიის ჩემპიონატში ამჟამად ზამთრის შესვენებაა გამოცხადებული და ბუნდესლიგას „შტურმი“ 8 თებერვალს, „რიდთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს. ჩვიდმეტი ტურის შემდეგ გრაცელები 28 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „ზალცბურგს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ქეცბაიას გუნდმა მოუგებელი სერია დაასრულა
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ქეცბაიას გუნდმა მოუგებელი სერია დაასრულა