თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

შენგელია ბურჯანაძის წინააღმდეგ - ბარსელონას იოლი გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XV ტურში საქართველოს ნაკრების მოთამაშეების დაპირისპირება შედგა. „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში გათამაშების აუტსაიდერ „გრანადას“ უმასპინძლა და მეტოქე 37-ქულიანი სხვაობით, 108:71 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში - თორნიკე შენგელიამ, სტუმართა რიგებში კი ბექა ბურჯანაძემ იასპარეზა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგიანი მატჩი არც ერთ მათგანს არ ჰქონია, რაც მცირე სათამაშო დროითაც იყო განპირობებული.

შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მის ანგარიშზე 19 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნაა და სამივე დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა. ბექამ ორიდან ერთი სამქულიანი და ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. მას არც პერსონალური ჯარიმა მიუღია და არც ბურთი არ დაუკარგავს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „გრანადა“ (1 მოგება, 14 წაგება) ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, ხოლო 11 მოგებითა და 4 წაგებით „ბარსელონას“ მესამე პოზიცია უკავია. 16 იანვარს შენგელია და მისი თანაგუნდელები „ელ კლასიკოს“ „რეალთან“ ევროლიგაში ითამაშებენ, ხოლო „გრანადა“ ესპანეთის ჩემპიონატში 17 იანვარს სტუმრად „უნიკახას“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 18 ქულა და კარგი მატჩი - ტენერიფე ლეიდასთან დამარცხდა
შერმადინის 18 ქულა და კარგი მატჩი - ტენერიფე ლეიდასთან დამარცხდა