სანაძის 13 ქულა - პალმერ მალიორკამ წაგებათა სერია დაასრულა
ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მორიგ ტურში დუდა სანაძის პალმერ მალიორკა ესტელას ესტუმრა და 76:73 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა.
დუდამ პარკეტზე 25 წუთი და 47 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 13 ქულას, 1 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ამ შედეგით ის თავის გუნდში მესამე იყო. 14 ქულით, 2 მოხსნით და 2 პასით პალმერ მალიორკას ატენციამ ულიდერა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, დუდა სანაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზე აღზევდა და გასავარდნ ზონას ერთი პოზიციით მოშორდა. შემდეგ ტურში, პალმერ მალიორკა ფუენლაბრადას უმასპინძლებს.