გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 18 ქულა და კარგი მატჩი - ტენერიფე ლეიდასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ ფორცა ლეიდას უმასპინძლა და 87:94 დამარცხდა.

ტენერიფეს მხრიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი და 50 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას 12-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 9 აღმოჩნდა.

5 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ჯამში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეიდას ამერიკელ კალათბურტელს ჯეიმს ბეითმონს ჰქონდა - 21 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

ცნობისთვის, ტენერიფემ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვიდორეტას გუნდი ბილბაოს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იანისმა ლებრონს აჯობა - ბერძენის გადამწყვეტი დაფარება ბოლო წუთზე
იანისმა ლებრონს აჯობა - ბერძენის გადამწყვეტი დაფარება ბოლო წუთზე