გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 2 ქულა - ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა

 NBA-ს წლევანდელ სეზონში „ორლანდო“ აშკარად არასტაბილურად ასპარეზობს, რისი დასტურიც ფლორიდული კლუბის უკანასკნელი შეხვედრაც გახლდათ, როდესაც „ფილადელფიასთან“ 12-ქულიანი სხვაობით, 91:103 დამარცხდა. გოგა ბითაძემ კი წინა მატჩებთან შედარებით ამჯერად კიდევ უფრო ნაკლები წუთები მიიღო და შესაბამისად, ნაკლებად შედეგიანიც იყო.

“მეჯიქის” 26 წლის ქართველმა ლეგიონერმა 12 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძემ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან არ უსვრია, ხოლო პერიმეტრიდან ქულების დაგროვების ერთადერთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სამი მოხსნიდან გოგამ ორი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

21 მოგებითა და 18 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეან პელიკანსთან” გამართავენ, რომელიც თბილისის დროით კვირას, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 13 ქულა - ბარსელონამ პარტიზანს მოუგო
შენგელიას 13 ქულა - ბარსელონამ პარტიზანს მოუგო