აფრიკის თასი - ცნობილია ნახევარფინალური წყვილები
მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტები გაირკვა.
ოსიმენისა და ადამსის გოლებით ნიგერიამ ალჟირი დაამარცხა ა ½-ფინალში გავიდა. ნიგერიის მოწინააღმდეგე მასპინძელი მაროკო იქნება, რომელშიც ბრაჰიმ დიასი ბრწყინავს.
რეალის ფეხბურთელმა 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს 1968 წელს მოხდა, როდესაც ოსეი კოფიმ განის ნაკრებში გაიბრწყინა. ნიგერიისა და მაროკოს დაპირისპირება 14 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ფინალისთვის სენეგალი და ეგვპიტე იბრძოლებენ.
გამოსარჩევია მოჰამედ სალაჰის თამაში, რომელიც დიდებულ ფორმაშია და 4 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ანგოლას წინააღმდეგ მას არ უთამაშია.
ეგვიპტემ მეოთხდფინალში კოტ-დ’იუვარი დაამარცხა, ხოლო სენეგალმა ნდიაიეს ერთადერთი გოლით მალის აჯობა. ეგვიპტის და სენეგალის დაპირისპირება ასევე 14 იანვარს გაიმართება(თბილისის დროით 21:00).