ზურიკოს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ | სად წავა ქართველი შემტევი?
ეკრემ კონურის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ. მისი შეძენა ლიგა 1-ის კიდევ ორ კლუბს, „ლილსა“ და „მონაკოს“ სურს. „ბეშიქთაშის,“ „ბენფიკასა“ და „ევერტონის“ ინტერესი ძალაში რჩება. თურქული ფანატიკის ინფორმაციით, ქართველ გარემარბს „ტრაბზონიც“ უმიზნებს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფატიჰ თეკე აცნობიერებს, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
გასულ ზაფხულში დავითაშვილს „სენტ-ეტიენიდან“ წასვლა სურდა, მის გეგმებში ლიგა 2-ში თამაში არ შედიოდა, თუმცა კლუბმა არ გაუშვა. ზურიკოს ლიგა 2-ში თამაში იმიტომაც იყო გულდასაწყვეტი, რომ 2024-25 წლების სეზონში ლიგა 1-ში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. მოკლედ, ზაფხულში არ გაუშვეს, თუმცა 24 წლის შემტევის თაობაზე კლუბები ახლა კიდევ უფრო მეტად აქტიურობენ და თუ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა შესაძლოა კარიერაში პროგრესული ნაბიჯი გადადგას.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში ლიდერებს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან'' ითამაშა და პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მოკლედ, მიმდინარე სეზონში ძალიან შედეგიანია და უფრო მაღალი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს.