მძიმე შეჯახების მიუხედავად თამაში გააგრძელა | გადრანის შეუპოვრობა და გამარჯვება
ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში იერუსალემის „ბეითარმა’’ შინ აუტსაიდერი „მაქაბი ბნეი რაინა’’ 1:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გადრანმა სრულად ითამაშა. მეორე ტაიმში ქართველი მცველის წინააღმდეგ მეტოქის შემტევმა თამაშის წესი ძალიან უხეშად დაარღვია, ფეხი მაღლა აწია და დარტყმა თავის არეში მიაყენა. ამის მიუხედავად, ექიმების დახმარების შემდეგ ლუკამ თამაში გააგრძელა.
„ბეითარმა’’ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, გადრანი ყველა ამ მატჩში სასტარტოში იყო და გუნდმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
18 ტურის შემდეგ „ბეითარი'' „ჰაპოელ ბეერ შევასთან’’ ერთად 42-42 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.
მთავარი მწვრთნელი ბარაკ იცხაკი ლუკას დიდ ნდობას უცხადებს, რეგულარულად სასტარტოში ათამაშებს. 28 წლის ცენტრალური მცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია და თუ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ფორმაში იქნება, რეალურია რომ ვილი სანიოლმა ნაკრებში მიიწვიოს.