გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია მზად იყო ვიტესში უხელფასოდ ეთამაშა | რატომ არ შედგა მოლაპარაკება?

ნიდერლანდელი ჟურნალისტის, ხუუს ჰეტერსხეიდის ინფორმაციით, გურამ კაშია „ვიტესთან’’ მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ქართველის დაბრუნება კლუბისთვის ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ კაშია ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არაა, მოლაპარაკებისას მთავარი დაბრკოლება აღმოჩნა. ეს შიში გამართლდა. ზამთრის შესვენებისას გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ დაბრუნების ფინანსური პირობები კლუბისთვის ზედმეტად მძიმეა. კაშია მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა, რეგულაციების თანახმად, არაევროკავშირელი ფეხბურთელის გაფორმებისას „ვიტესი“ ვალდებულია მას მაღალი სახელფასო კრიტერიუმების შესაბამისი გასამრჯელო გადაუხადოს. ეს კი, კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეუძლებელს ხდის, მიუხედავად თავად კაშიას მზაობისა, კლუბში „უფასოდაც“ დაბრუნებულიყო, უხელფასოდ ეთამაშა.

ხუუს ჰეტერსხეიდის ინფორმაციით, მოსალოდნელია რომ არნემში ყველასთვის საყვარელი გურამ კაშია აქტიურ საფეხბურთო კარიერას ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს. მომდევნო თვეებში „ვიტესთან“ მოლაპარაკება გაგრძელდება, თუმცა ეს უკვე მოედნის მიღმა შესაძლო როლს შეეხება. კარიერის განმავლობაში კაშიამ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და მენეჯმენტის კურსებიც გაიარა. ასე რომ, შესაძლოა „ვიტესში'' განსხვავებულ როლში დაბრუნდეს.

38 წლის კაშია „ვიტესში'' 2010-18 წლებში თამაშობდა, 293 მატჩში 24 გოლი გაიტანა, 18 საგოლე პასი შეასრულა. 2016-17 წლების სეზონში კაშიას კაპიტნობით გუნდმა ნიდერლანდების თასის ფინალში „ალკმაარი'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში ადგილი დაკარგა | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ფრაიბურგთან დამარცხდა
სასტარტოში ადგილი დაკარგა | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ფრაიბურგთან დამარცხდა