ჟორჟის ეფექტური გოლი - ვილიარეალმა ალავესი დაამარცხა
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ალავესს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და სუპერ მატჩიც გამოუვიდა.
პირველი უგოლო და მძიმე ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და ალავესს ზედიზედ 3 გოლი გაუტანეს.
მესამე გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა. ჟორჟის გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ გოლიდან რამდენიმე წუთში მას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში მიქაუტაძეს 5 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. ყველა ტურნირზე ერთად კი 7-ჯერ გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ რეალს ოთხით. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი ბეტისს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 17 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.