დენიელ კორმიე, დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

დენა უაითმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მეტოქეობა დაასახელა

UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონსისა და დანიელ კორმიეს მეტოქეობა UFC-ის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებაა.

„ეჭვგარეშეა - სწორედ ეს ორია. მათ პირველად MGM არენის ჰოლში იჩხუბეს და ჩვენ მაშინ ეს გამოგვეპარა, ვერ აღვკვეთეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ არცერთი მათგანი ერთმანეთს არ შეეხებოდა და უპატივცემულობას არ გამოავლენდა. როგორც კი ეს ბიჭები უპატივცემულობას გრძნობენ - დასრულდა, მათ აუცილებლად უნდა უპასუხონ! ხოლო როდესაც რომელიმე მათგანი ბოლომდე წასვლას გადაწყვეტს, ამას უკვე ვეღარ შეაჩერებ“,

- განაცხადა დენამ Barstool Sports-თან ინტერვიუში.

ჯონ ჯონსმა და დანიელ კორმიემ ოქტაგონი ორჯერ გაიყვეს - 2015 წელს ჯონსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ხოლო 2017 წელს კორმიე ნოკაუტში ჩააგდო, თუმცა გამარჯვება დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო ჩაეშალა.

მსგავსი სიახლეები