ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირა: ეს მხოლოდ ილიამ შეძლო - მსგავსი დარტყმა არასდროს მიმიღია

Flexcidine-სთან ინტერვიუში ოლივეირამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაიტანა ეს მარცხი შინაგანად და იმ შეგრძნებაზე, რომელიც პირველად მიღებული ნოკაუტის დროს დაეუფლა.

როგორც ვიცით, ბრაზილიელი სხვა შემთხვევებში ტექნიკური ნოკაუტით (TKO) არასდროს დამარცხებულა, თუმცა ამჯერად თოფურიას კომბინაციამ მას პირდაპირ „შუქი ჩაუქრო“, რაც მისთვის სრულიად ახალი შეგრძნება იყო.

„ეს იყო ყველაზე ძლიერი დარტყმა, რაც კი ოდესმე მიმიღია. ეს ადრეც მითქვამს - ამის უარყოფა შეუძლებელია. ილიას მომაკვდინებელი დარტყმა აქვს. მე მიჩხუბია უამრავ ძლიერ მეტოქესთან, რომლებიც ასევე ჩინებულ დარტყმას ფლობდნენ, მაგალითად, ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და მაიკლ ჩენდლერი, მაგრამ ნოკაუტში არასოდეს ვყოფილვარ. ილიამ ეს შეძლო“.

ბრძოლის დასაწყისში „დუ ბრონქსმა“ თოფურიას ძლიერი იდაყვი ჩაარტყა, რამაც ილია ვერ შეაყოვნა. მოგვიანებით, ბრაზილიელმა თეიქდაუნი სცადა, თუმცა ზემოდან ილია აღმოჩნდა, რომელმაც ოლივეირას მიერ დაწყებულ „ჰილ ჰუკს“ (ფეხის ჩაკეტვის ილეთი) თავი დააღწია. საბოლოოდ კი მოხდა ის კომბინაცია, რომელმაც ბრძოლა დაასრულა.

ბოლოს გეტყვით, რომ თოფურიამ თავის ყოფილ მეუღლესთან პირველი სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი და პირველადი ინფორმაციით, „ელ მატადორი“ სავარაუდოდ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში თავის მომდევნო ბრძოლას გამართავს.

მსგავსი სიახლეები