ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ამიტომაც არ მომცეს საჩემპიონო ჩხუბი“ - ცარუკიანმა ისლამსა და ილიაზე ისაუბრა

ამჟამად UFC-ის მებრძოლებიდან თუ ვინმე ყველაზე ხმაურიანის და ამბიციურის დასახელებას მოითხოვს, არმან ცარუკიანი აუცილებლად მოწინავეთა შორის უნდა იყოს. მსუბუქი წონითი დივიზიონის 29 წლის პირველი ნომერი, რომელსაც დენა უაითი ძველი წყენების გამო დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვისაც არ აჩხუბებს, წყენას ვერ ფარავს და ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს. ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, არმანმა ღიად დაასახელა ის მიზეზი, რის გამოც სატიტულო ბრძოლა არ მისცეს და ასევე გაიხსენა ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც ისლამ მახაჩევთან შეხვედრას ჩაეხსნა.

არმან ცარუკიანი

რატომ არ მომცეს ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლა? UFC-ის ხელმძღვანელებმა პირდაპირ მითხრეს, რომ ახლა, როდესაც Paramount-თან ერთად ორგანიზაცია ახალ ცხოვრებას იწყებს, ჩემნაირი სარისკო რეპუტაციის მებრძოლს ჯერჯერობით შანსს ვერ მისცემენ. მისაყვედურეს იმის გამო, რომ დენ ჰუკერს ბრძოლის წინა დღეს თავი ჩავარტყი, შარშან სატიტულო ჩხუბს ჩავეხსენი და ფანებს თავს ხშირად ვესხმი. არა უშავს, ლოდინი მომიწევს, მაგრამ ქამარი ადრე თუ გვიან მაინც ჩემი გახდება.

რა მოხდა ერთი წლის წინ ისლამ მახაჩევთან ჩხუბამდე? საშინელი ტკივილის გამო მაგნიტო რეზონანსული კვლევა ჩავიტარე და თიაქარი აღმომაჩნდა, რომლის ამოკვეთის გარეშეც გამოჯანმრთელების შანსები ექიმებმა 50/50-ზე შეაფასეს. ზურგი თითქოს შეკუმშული მქონდა, გადაადგილება მიჭირდა. ნორმალურად მოძრაობა ჩაშლილი ჩხუბიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ დავიწყე.

ცნობისათვის, არმან ცარუკიანი ოქტაგონში ბოლოს ნოემბერში შევიდა და დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა, თუმცა დენა უაითს მასთან ისევ დაძაბული ურთიერთობა აქვს და სომეხი ჯერჯერობით ისევ და ისევ საჩემპიონო შანსის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად“ - ცარუკიანი ვიდეოს ავრცელებს
„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად“ - ცარუკიანი ვიდეოს ავრცელებს