„თოფურია P4P-ის საუკეთესო მებრძოლია“ - ნიკალისთვის ილია ისლამზე ძლიერია
მათი ბოლოდროინდელი მიღწევებიდან გამომდინარე, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები თანხმდებიან, რომ ამჟამად ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი UFC-ის საუკეთესო მებრძოლები არიან, რის გამოც მათი დაპირისპირების ჩანიშვნა და უძლიერესის გარკვევა აუცილებელია. ასეთივე აზრზეა საშუალო წონითი დივიზიონის წარმომადგენელი ბო ნიკალი, რომელსაც როდესაც ამ ბრძოლის პროგნოზირება სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ვინ გაიმარჯვებს ილიასა და ისლამის ბრძოლაში? რთული საკითხია. ვფიქრობ, თოფურია იმ უნარებით, რისი გაკეთებაც მას დგომში და ჭიდაობის დროს შეუძლია, P4P-ის საუკეთესო მებრძოლია, განსაკუთრებით კი მისი ბოლო სამი ჩხუბის შემდეგ, რომლებშიც ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა.
რა თქმა უნდა ისლამი არაჩვეულებრივად ჭიდაობს და თოფურიასთან შედარებით უფრო მძლავრი მასისაა, მაგრამ მე ფსონს ილიაზე ჩავიდოდი, რადგან წონის მომატებისა და ზედა დივიზიონში ასვლის შემთხვევაშიც მას დარტყმის სიძლიერის შენარჩუნება შეუძლია“.
ცნობისათვის, 29 წლის ამერიკელ ბო ნიკალს MMA-ში ჩატარებული 9 ბრძოლიდან 8 მოგებული აქვს, აქედან 3 ნოკაუტით, 4 საბმიშენით და 1 მსაჯების გადაწყვეტილებით.