გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას სასტარტოში ელიან - ლივერპული ხვალ FA Cup-ზე ითამაშებს

ხვალ, ინგლისის FA Cup-ის 1/32 ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ბარნსლის“ დაუპირისპრიდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მერსისაიდულმა მედიამ მოსალოდნელ სასტარტო შემადგენლობაზე დაწერა და მათი ვერსიით, ქართველი მეკარე ხვალ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

This is Anfield-ის ვერსიით, სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება:

გიორგი მამარდაშვილი - რობერტსონი, გომესი, კონატე, ფრიმპონგი - ნიონი, ჯოუნსი - ნგუმოა, სობოსლაი, კიეზა - გაკპო.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემადგენლობაში სიღრმისეული ცვლილებები არ იქნება, თუმცა, ზოგიერთ პოზიციაზე გარკვეული ცვლილება მაინც მოსალოდნელია.

რა თქვა სლოტმა:

„გასულ სეზონში მივიღე გადაწყვეტილება, რომ FA თასზე ზოგიერთ მოთამაშეს დასვენება სჭირდებოდა, რადგან შეუძლებელია ყველა ფეხბურთელმა ყოველჯერზე ითამაშოს. თუმცა, ახლა ლიგის თასზე აღარ ვასპარეზობთ. FA თასი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ხანდახან ისეთ სეზონში, როცა კვლავ იბრძვი ლიგის თასისთვის, ჩემპიონთა ლიგისთვის და პრემიერ ლიგისთვის – იმ მოთამაშეთა რაოდენობის გათვალისწინებით, რაც გასულ და ამ სეზონში გვყავდა – არჩევანის გაკეთება გიწევს.

მაგრამ გარწმუნებთ, რომ ორშაბათს იხილავთ ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ბოლო მატჩში ნახეთ. შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ისინი მაინც სათადარიგო სკამზე იქნებიან. ასე რომ, ეს თამაში განსხვავებული იქნება გასულ სეზონში „პლიმუთის“ წინააღმდეგ გამართული მატჩისგან.“

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში ბოლოს 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ გამოჩნდა და ის მატჩი მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე 1:4 დათმეს, ქართველ მეკარეს კი 2 მოგერიება ჰქონდა.

„ლივერპულისა“ და „ბარნსლის“ დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სარეკორდო გარიგება სარაევოს ისტორიაში | გულიაშვილის ტრანსფერის დეტალები
სარეკორდო გარიგება სარაევოს ისტორიაში | გულიაშვილის ტრანსფერის დეტალები