დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით - სკანდალი ბექჰემების ოჯახში

დევიდ ბექჰემის ოჯახში დიდი სკანდალია - „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის უფროსმა შვილმა ბრუკლინმა ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა და ისინი საჯაროდ გააფრთხილა, რომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეძლებენ. კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს არც ერთი მხარე არ ახმაურებს, თუმცა ფაქტია, რომ მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიძაბა, ამჟამად კი კიდევ უფრო ჩიხში შევიდა, რაც ვიქტორია ადამსის საქციელმა გამოიწვია.

საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიქტორიამ შვილის მიერ სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებული ქათმის მომზადების რეცეპტი მოიწონა, რაც ბრუკლინმა მის მიერ დაწესებული პირობების დარღვევად ჩათვალა და როგორც დედ-მამა, ასევე უმცროსი ძმები სოციალურ ქსელში დაბლოკა. როგორც ირკვევა, მასთან კომუნიკაციის მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით დამყარებაში იგულისხმებოდა ისიც, რომ ბრუკლინი ოჯახის წევრებს სოციალურ ქსელში არ უნდა ეხსენებინათ, ვიქტორიამ კი ეს პირობა დაარღვია. „დედის საბედნიეროდ“, მისი უფროსი შვილი ამ ყველაფერს სამართლებრივი გადაცდომის კვალიფიკაციას არ აძლევს და მხოლოდ მისი მყუდროების დარღვევის მცდელობად აღიქვამს, რის გამოც სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან როგორც დევიდი, ასევე ვიქტორია თავს იკავებენ, თუმცა მათი ახლობლები აღნიშნავენ, რომ ორივე მათგანი შვილის საქციელის გამო შოკშია და წარმოდგენა არ აქვთ რა უნდა მოიმოქმედონ.

მსგავსი სიახლეები