შავი ლომი
Aa
Aa

რაგბი | შავი ლომის პირველი გამარჯვება ჩელენჯ თასზე

მიმდინარე სეზონის ჩელენჯ თასზე შავმა ლომმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართულმა ფრენჩაიზმა, ახალი მწვრთნელის მარკო ბორტოლამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელი მონტობანი უმძიმეს ბრძოლაში 31:28 დაამარცხა.

მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო და მე-7 წუთზე ლუკა ცირეკიძემ ლელო დადო. ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და 22-ე წუთზე ლელო დადეს. გარდასახვაც ზუსტად შესრულდა და მონტობანი დაწინაურდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ტაბუცაძის ლელო ვიხილეთ და შავი ლომი წინ გავიდა. ამის შემდეგ, წესების დარღვევისთვის არბიტრმა მასპინძლები საჯარიმო ლელოთი დასაჯა და პირველი ტაიმი ქართველებმა 17:7 მოიგეს.

მეორე ნახევარი კვლავ შავი ლომის უპირატესობით წარიმართა. 3-წუთიან მონაკვეთში ქართულმა ფრენჩაიზმა ორი ლელო დადო. 41-ე წუთზე თავი სინაურიძემ გამოიჩინა, 44-ეზე კი ცირეკიძემ.

დარჩენილ დროში მასპინძლები გააქტიურდნენ და ორი ლელო დადეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, შავი ლომი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა. შემდეგ ტურში ბორტოლამის გუნდი ზებრეს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები