ჰაკიმის შემდეგ მენდეშიც - პორტუგალიელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარი სენ ჟერმენის მარჯვენა მცველმა აშრამ ჰაფიმიმ მიუნხენის ბაიერნთან მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ფაბრიციო რომანომ გვაუწყა, რომ ლუის ენრიკემ მეორე ფლანგის მცველიც დაკარგა.
საუბარი ნუნუ მენდეშზეა. რომანოს თქმით, პორტუგალიელ უკანახაზელს მუხლის პრობლემები აქვს, რის გამოც რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ამ ინფორმაციას პარი სენ ჟერმენიც ადასტურებს.
რაც შეეხება ჰაკიმის, მისი დაბრუნების ზუსტი დრო ხვალ განმეორებითი ტესტირებების ჩატარების შედეგად გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი მიუნხენის ბაიერნთან 1:2 დამარცხდა. რეკორდმაისტერის მხრიდან დუბლი შეასრულა ლუის დიასმა, რომელიც მოგვიანებით გააძევეს, ხოლო პარიზელთა მხრიდან თავი ნევეშმა გამოიჩინა.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ ტურში, პსჟ ტოტენჰემს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.