დეზირე დუე
Aa
Aa

2025 წლის Golden Boy დეზირე დუე გახდა

2025 წლის Golden Boy-ის პრიზის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი დეზირე დუე გახდა.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის მიერ დაწესებული პრიზი 2003 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რომლის ასაკიც 21 წელს არ აღემატება.

დუესთვის 2025 წელი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მისთვის სეზონის კულმინაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, სადაც მილანის „ინტერთან“ დუბლი შეასრულა.

დუე გახდა მეოთხე ფრანგი, რომელმაც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო. მანამდე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზს პოლ პოგბა, ენტონი მარსიალი და კილიან მბაპე დაეუფლნენ.

ცნობისთვის, დეზირე პარი სენ ჟერმენის ღირსებას 2024 წლიდან იცავს. 2024 წლიდან დღემდე, დუემ ფრანგული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 69-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები