არსენალი, იურგენ კლოპი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

კლოპის აღმოჩენა არსენალში - არტეტას აუტების მწვრთნელი დაეხმარება

2026 წელს „არსენალის“ სამწვრთნელო შტაბი სერიოზული სიახლით ხვდება - კლუბმა აუტების სპეციალისტი ტომას გრონემარკი დაიქირავა, რომელიც იურგენ კლოპის დროს „ლივერპულში“ ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობდა და მერსისაიდული გრანდი უდიდეს წარმატებამდე მიიყვანა. დანიელ მწვრთნელს იგივე ამოცანებს უსახავენ ლონდონურ გუნდშიც და მისი მთავარი მიზანი იქნება „მეთოფეებს“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს.

50 წლის დანიელი ყოფილი ფეხბურთელი და მძლეოსანი 2010 წელს მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა - მან ბურთი აუტიდან ყველაზე გრძელ მანძილზე (51,33 მეტრზე) მოაწოდა, რაც არც მანამდე და არც ამის შემდეგ არავის გაუკეთებია. ის ასევე ცდილობს ფეხბურთელებს აუტიდან ბურთის ისე შეყვანა ასწავლოს, რომ მის შესანარჩუნებლად და კარგი შეტევის დასაწყებად იდეალურ პოზიციაზე იყვნენ.

ცნობისათვის, ტომას გრონემარკი სხვადასხვა დროს „ბრენტფორდში“, „დორტმუნდში“, „აიაქსსა“ და „მიდტიულანდში“ მუშაობდა. 2018 წელს კი ის  „ლივერპულის“ გერმანელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა მიიწვია და სწორედ მისი იქ ყოფნის დროს „წითლებმა“ 2020 წელს ნანატრი პრემიერლიგა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენგერი საუბრობდა, ყიფიანი მითარგმნიდა | ხიზანა არსენალში ჩაშლილ ტრანსფერზე
ვენგერი საუბრობდა, ყიფიანი მითარგმნიდა | ხიზანა არსენალში ჩაშლილ ტრანსფერზე