„ელ კლასიკო“ ბარსელონამ მოიგო | ბლაუგრანა ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულია
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ესპანეთის სუპერთასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. რიგით 263-ე „ელ კლასიკო“ საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი „ბარსელონამ“ მოიპოვა და 2026 წლის პირველი ტიტულიც დაისაკუთრა.
ანგარიში 36-ე წუთზე, რაფინიამ გახსნა. ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გულშემატკივარმა სამი გოლი იხილა. მეორე დამატებულ წუთზე ვინისიუსმა ბრწყინვალე რეიდით წონასწორობა აღადგინა. ზუსტად ორ წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ „ბლაუგრანა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, რასაც საპასუხო შეტევაში გონსალო გარსიას გამათანაბრებელი გოლი მოყვა და პირველი ნახევარი ფრედ, 2:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში გუნდებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა შედეგიანი მხოლოდ „ბარსელონა“ აღმოჩნდა. 73-ე წუთზე რაფინიამ მადრიდელთა კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა. შეხვედრის მიწურულს, 91-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან დე იონგი გააძევა, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
შედეგად, 263-ე „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ მოიგო. საერთო ჯამში, „ბლაუგრანამ“ 105-ედ მოახერხა „კალსიკოს“ მოგება, „რეალის“ ანგარიშზე 106 გამარჯვებაა, 52 მატჩიც კი ფრედ დასრულდა. საგულისხმოა, რომ კატალონიელებმა ისტორიაში მეთექვსმეტედ შეძლეს ესპანეთის სუპერთასის მოგება.