ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

დიდი სენსაცია - ვილიარეალი სტუმრად პაფოსთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ვილიარეალი პაფოსს ესტუმრა და მოულოდნელად 1:0 დამარცხდა.

ყვითელ წყალქვეშა ნავს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ინტენსივობა აკლდა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც გამორჩეული მატჩი არ ჰქონდა.

ქართველი თავდამსხმელი გოლთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა და რეალური მომენტი ხელიდან გაუშვა.

ასევე, მიქაუტაძის ერთ-ერთ გარღვევას კინაღამ პენალტი მოყვა. ვილიარეალის ფეხბურთელები აქტიურად მოითხოვდნენ თერთმეტმეტრიანის დანიშვნას, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ჟორჟი მარსელინომ 56-ე წუთზე შეცვალა.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ვილიარეალს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ტოპ 24-ში მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შემდეგ ტურში, მარსელინოს გუნდი დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: “რეალთან გამარჯვებით ვტკბებით“
მამარდაშვილი: “რეალთან გამარჯვებით ვტკბებით“