უეფას ახალგაზრდული ლიგა: დინამო U19-მა ისტორიული მატჩი მოიგო
უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
„დინამო“ გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
გოლები რეზი დანელიამ (42) და ჰალიდ დოლტმურზიევმა (54) გაიტანეს.
გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ლარნაკში „დინამომ“ 4:3 მოიგო.
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბულგარული „ლუდოგორეცისა“ და მინსკის „დინამოს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
დინამოს შემადგენლობა (U19): ჩოჩიშვილი, დიაკონიძე, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, ბერელიძე (72, ნათენაძე), ძნელაძე, მიქაუტაძე (57. ჭოლოკავა), დანელია (72. დონკორი), ოდიკაძე (72. ნიორაძე), დოლტმურზიევი (82. ჩიგოშვილი).