მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს
რიგაში მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი Riga City Council's Cup გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.
19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ფინალში მასპინძელი ლატვიელი პოლინა სტასევსკა ანგარიშით 3-0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნორვეგიელი ერიკ ბელინი ანგარიშით 3-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხოლო 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესტონელი მონა სომსი ანგარიშით 3-2 დაამარცხა.