ტაისონ ფიური
Aa
Aa

ტაისონ ფიური: იმდენი ფული და ტიტული მაქვს, კრივში დაბრუნებას არ ვაპირებ

ყოფილმა ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ განმარტა, რატომ არ აქვს კრივში დაბრუნების სურვილი.

როგორც მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა თქვა, მას არ აქვს არანაირი რეალური მიზეზი, რომ ეს გააკეთოს.

„37 წლის ვარ, ბოლო 25 წელი მირტყამდნენ, რატომ უნდა დავბრუნდე ისევ კრივში? ერთ დროს ამ ყველაფერს ვაკეთებდი ფულისა და ტიტულებისთვის, მაგრამ ახლა ფული იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე დახარჯვა შემიძლია. მაქვს ამ ნაგავი ქამრებისა და ტიტულების მთელი გროვა. გამაბედნიერა უფრო მეტად თუ არა ამან? არა. იყო თუ არა მიზნისკენ სწრაფვა უკეთესი, ვიდრე თავად გამარჯვება? დიახ. აღმართი უკეთესი იყო, ვიდრე მთის მწვერვალი, სიმართლე გითხრათ“, – თქვა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ.

ადრე ბრიტანელმა ოლექსანდრ უსიკთან ტრილოგიის გამართვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ იჩხუბებს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ბრიტანელმა კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა. ფიურის ბოლო ბრძოლა გასული წლის ბოლოს, სწორედ უსიკთან ჰქონდა, რომელმაც ის ზედიზედ მეორედ დაამარცხა.

გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთ მებრძოლს არ მოუპოვებია, თუმცა რიგ ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა.

ფიურიმ კარიერის განმავლობაში 37 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 34 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
47 წლის პაკიაო 2026 წელს კიდევ ერთხელ იბრძოლებს
47 წლის პაკიაო 2026 წელს კიდევ ერთხელ იბრძოლებს