ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტეტოკოუნმპო, ალპერენ შენგუნი
Aa
Aa

„შენგუნი ორივეზე მაგარია“ - ლარკინი იანისსა და იოკიჩზე

ახლახანს დასრულებულ ევრობასკეტზე თურქეთი-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ამ გუნდის კალათბურთელებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რომელიც ახლაც არ განმუხტულა. ამის ნათელი დასტური ფინალის შემდგომი დაჯილდოების ცერემონია იყო, სადაც ალპერენ შენგუნმა იანის ანტენტოკუმპოს ხელი არ ჩამოართვა. როგორც ჩანს, ბერძნების ლიდერის მიმართ უარყოფითი განწყობა შენგუნის თანაგუნდელებსაც აქვთ და ამის დასტური შეინ ლარკინის კომენტარი იყო:

„ალპერენ შენგუნი ისეთი ხარისხის კალათბურთელია, როგორებიც ხშირად არ იბადებიან. არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც მას პარკეტზე არ შეუძლია, რადგან მის არსენალშია დრიბლინგი, პასი, სროლა და საკალათბურთო გონიერება.

რას ვიტყოდი იანისზე? სანახაობის დადგმა არ შეუძლია, უბრალოდ დომინანტი მოთამაშეა, რომელიც ყველა მოწინააღმდეგეს უმკლავდება, თუმცა მის კალათბურთს განსაკუთრებულს ვერ ვუწოდებდი. ნიკოლა იოკიჩიც ფუნდამენტური მნიშვნელობის ფიგურაა, აკეთებს წარმოუდგენელ პასებს, მაგრამ თვალშისაცემი ლიდერი არ არის. შენგუნი კი, სტილის, შოუმენობის, ნიჭისა და ინტელექტის ნაზავია, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ეტაპობრივად კიდევ უფრო განვითარდება“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა. ალპერენ შენგუნი კი ტურნირზე საშუალოდ 21,6 ქულას, 10,1 მოხსნასა და 6,6 გადაცემას აგროვებდა, რის შედეგადაც ევრობასკეტის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დროის საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელები | HoopsHype-ის რეიტინგი
ყველა დროის საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელები | HoopsHype-ის რეიტინგი