მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„გათამამებული და გაფუჭებულია“ | დვალიშვილმა უმარი გააკრიტიკა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა დენიელ კორმიეს ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გათამამებული და გაფუჭებულია.

„უმარი გათამამებული და გაფუჭებულია. მან ჩვენი და ყველა ადამიანის ყურადღება UFC-სთან კონტრაქტის გაფორმებამდე მიიპყრო, რადგან ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. UFC-იმ უმარი ეგრევე გაიფორმა. არიან მებრძოლები, რომლებსაც გრძელი გზის გავლა უწევთ, ნურმაგომედოვი კი ეგრევე წაიყვანეს.

რა თქმა უნდა, კარგად ჩხუბობდა, მაგრამ მისი მეტოქეები ტოპ 15-ის წევრი მებრძოლები არ ყოფილან. კორი სენდჰეგენი მისცეს და მასთან გამარჯვების შემდეგ ჩემ მიმართ უპატივცემულო და ბინძური საუბარი დაიწყო. მახსოვს, UFC PI-ში ვიყავით და უმარი პირდაპირ მეუბნებოდა: „შენ ბებერი ხარ, ჰენრი სეხუდო ბებერია, დომინიკ კრუზი ბებერია, კოდი გარბრანდტი ბებერია.“ ამას პირდაპირ მეუბნებოდა და წაგების მიუხედავად, ახლაც გაფუჭებულია.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. უმარის შემდეგ „მანქანა“ შონ ომალის დაუპირისპირდა და მას მახრჩობელა ილეთით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისური არ მესმოდა და ვერაფერი გავიგე“ | დვალიშვილის სასაცილო ისტორია
„ინგლისური არ მესმოდა და ვერაფერი გავიგე“ | დვალიშვილის სასაცილო ისტორია