„ინგლისური არ მესმოდა და ვერაფერი გავიგე“ | დვალიშვილის სასაცილო ისტორია
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა დენიელ კორმიეს ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. დვალიშვილმა UFC-ში გამართული პირველი ორი ჩხუბი გაიხსენა და „დისის“ სასაცილო ისტორია გაუზიარა.
„როდესაც აშშ-ში ჩამოვედი, ყველაფერი ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ისიც არ ვიცოდი, რომელ სპორტდარბაზში მევარჯიშა და ადრეც ვთქვი კიდევაც, რომ მისი პოვნა ძალიან გამიჭირდა.
მახსოვს, ერთ-ერთი პირველი ჩხუბისას, პარტერში გადასვლის შემდეგ მეტოქე ჩემ ზემოთ მოექცა და მეტ სერა და რეი ლონგო მიყვიროდნენ, რომ სივრცე შემექმნა და ფეხზე წამოვმდგარიყავი. მათ გავხედე და ვერაფერი გავიგე, რასაც ამბობდნენ, რადგან ინგლისური ენა არ მესმოდა. მიყვიროდნენ, მე კი არაფერი მესმოდა. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან შემრცხვა.
ვიცოდი, რომ კარგი მებრძოლი ვიყავი, მაგრამ ილუზიებში არ ვცხოვრობდი და ყველაფერს რეალისტურად ვუყურებდი. UFC-ში პირველი ბრძოლის წაგება იმედგამაცრუებელი იყო და მცირე პაუზა ავიღე, თუმცა ოქტაგონში დავრუნდი, რადგან ჩავთვალე, რომ სულერთი იყო წავაგებდი თუ არა. თუ კარგ ჩხუბს ვაჩვენებდი, ჩემს ქვეყანასა და ოჯახს ღირსეულად წარმოვაჩენდი. ჩემი და რიკი სიმონის დაპირისპირება ღონისძიების საუკეთესო ორთაბრძოლა გახდა და სწორედ ამ ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სანახაობის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული.“
შეგახსენებთ, რომ „მანქანა“ მომდევნო ორთაბრძოლას UFC 320-ზე გამართავს. მერაბი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს დაიცავს და კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება.