გრანადა, ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„გაგნიძესთან ერთად უფრო მრავალფეროვნად ვთამაშობთ“ - გრანადას მწვრთნელი

„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პაჩეტამ გუნდის ქართველ ნახევარმცველზე, ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა.

„ლუკას ბურთის შენარჩუნება შეუძლია, კარგად ანაწილებს პასებს, ამავდროულად არ აყოვნებს თამაშს, აქვს დრიბლინგი და ზეწოლისგან თავის დაღწევა შეუძლია. მასთან ერთად გუნდი უფრო მრავალფეროვნად თამაშობს“, - აღნიშნა პაჩეტამ.

ცნობისთვის, მოსკოვის „დინამოდან“ „გრანადაში“ ერთწლიანი იჯარით გადასულმა ქართველმა ნახევარმცველმა ანდალუსიურ გუნდში უკვე ორი მატჩი ჩაატარა. 14 სექტემბერს „გრანადა“ შინ „ლეგანესთან“ დამარცხდა, 22 სექტემბერს კი სტუმრად „ბურგოსს“ დაუზავდა.

ორივე შემთხვევაში გაგნიძე თამაშში სათარადიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, როგორც ჩანს, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვირდებას ის ძალიან მალე შეძლებს.

აქვე გეტყვით, რომ 6 ტურის შემდეგ „გრანადა“ 2 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდალუსიელები 28 სექტემბერს სტუმრად „უესკას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის გარეშე - შტურმი მიდტიულანდთან დამარცხდა
კიტეიშვილის გარეშე - შტურმი მიდტიულანდთან დამარცხდა