გრანადა, ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„წარმოუდგენელია, რომ უკვე ასე თამაშობს“ - Granada en Juego გაგნიძეზე

ესპანური ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადა“ სტუმრად „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, მატჩის შემდეგ კი ადგილობრივმა გამოცემამ, Granada en Juego-მ ლუკას თამაში ასე შეაფასა:

ლუკა გაგნიძის ტრანსფერი, უდავოდ, გრანადასთვის ბოლო კვირების საუკეთესო სიახლეა. წარმოუდგენელია, გუნდში ზაფხულის ბოლო დღეებში მისულ ფეხბურთელს ასე აძლიერებდეს ნახევარდაცვას. გაგნიძე თამაშში ჰონგლას ნაცვლად ჩაერთო და აჩვენა ხასიათი, მუდმივად ითხოვდა ბურთს.

ლუკა ეძებდა ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის და ჩადიოდა დაცვის ხაზში ბურთის ამოსატანად. თუ სათამაშო დრო და თვითდაჯერებულობა ექნება, მას შეუძლია, უნივერსარული ნახევარმცველი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „გრანადაში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადავიდა. 22 წლის ნახევარმცველმა ანდალუსიური კლუბის მაისურით უკვე ორი თამაში ჩაატარა - 15 წუთი „ლეგანესთან“ და 35 წუთი „ბურგოსთან“.

აქვე გეტყვით, რომ 6 ტურის შემდეგ „გრანადა“ 2 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდალუსიელები 28 სექტემბერს სტუმრად „უესკას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ მარსელთან დამარცხდა - ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა
პსჟ მარსელთან დამარცხდა - ხვიჩას რამდენიმე შანსი ჰქონდა