„მსგავსი დონის ჩოგბურთელი არ მინახავს“ - მაკინროი ალკარასზე
კარლოს ალკარასს საოცარი წელი ჰქონდა - მან დიდი სლემის ორი ტურნირი, როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო, რის შემდეგაც მსოფლიო რეიტინგში იანიკ სინერს ლიდერობა ჩამოართვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბევრი მიიჩნევს, რომ 22 წლის ესპანელს გაცილებით უფრო დიდი ჩოგბურთის თამაში შეუძლია, ვიდრე ეს „დიდი სამეულის“ წევრებმა, როჯერ ფედერერმა, რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლეს. მათ კატეგორიას განეკუთვნება ლეგენდარული ჩოგბურთელი ჯონ მაკინროი, რომელმაც Tennis Channel-თან ინტერვიუში ასეთი განცხადება გააკეთა:
„ჩოგბურთს უკვე 50 წელია ვუყურებ და ასეთ პატარა ასაკში მსგავსი მრავალმხრივი და ძლიერი ჩოგბურთელი, როგორიც კარლოს ალკარასია, არასოდეს მინახავს. კარლოსმა სპორტის ამ სახეობაში სრულიად ახალი ნიუანსები შემოიტანა. ახალგაზრდები მუდამ ცდილობენ საუკეთესოებს მიბაძონ და იმედი მაქვს, რომ ისინი ესპანელის თამაშს აღმერთებენ. როგორ აგრესიულად მოქმედებს ალკარასი კორტზე და როგორ მიიწევს წინ - ეს ყველაფერი ჩოგბურთში დიდი ხანი დაკარგული იყო და მისი წყალობით დაბრუნდა. კარლოს ალკარასი ჰაერის ის სუფთა ნაკადია, რომელიც სპორტის ამ სახეობას ასე ძალიან აკლდა“.
ცნობისათვის, ჯონ მაკინროის კარიერის განმავლობაში ოთხჯერ ამერიკის ღია პირველობა (1979, 1980, 1981, 1984) და სამჯერ უიმბლდონი (1981, 1983, 1984) აქვს მოგებული.