„მადლობა ყველას და ფეხბურთს“ - ბუსკეტსი კარიერას ასრულებს
სერხიო ბუსკეტსმა დაადასტურა, რომ MLS-ში სეზონის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების 37 წლის ყოფილ საყრდენ ნახევარმცველს „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუსკეტსი კარიერას ნოემბერში ან დეკემბერში დაასრულებდა.
„მთელი გულით მადლობა ყველას და ფეხბურთს ყველაფრისთვის. თქვენ ყოველთვის იქნებით ამ შესანიშნავი ისტორიის ნაწილი“, – დაწერა ბუსკეტსმა სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, ბუსკეტსმა ევრო-2012 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. „ბარსელონაში“ თამაშისას ის სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა. 2023 წელს „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში, ის ლიგის თასის მფლობელი გახდა.