ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის დუბლითა და ასისტით - ინტერ მაიამიმ პლეიოფი გაინაღდა

„ინტერ მაიამიმ“ სტუმრად „ნიუ-იორკ სიტი“ გაანადგურა (4:0) და MLS-ის პლეიოფის საგზური მოიპოვა. ანგარიში 43-ე წუთზე ბალტასარ როდრიგესმა, მესის პასით გახსნა და გუნდები შესვენებაზე ფლორიდელთა მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.

74-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა მესი მეკარესთან პირისპირ დატოვა და არგენტინელმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8-3-ე წუთზე პენალტი ლუის სუარესმა გამოიყენა, ხოლო 96-ზე მარსელო ვეიგანდტის პასის შემდეგ მესიმ დუბლი გაიფორმა - 4:0.


ამგვარად ხავიერ მასკერანოს გუნდმა პლეიოფში თამაში გაინაღდა და ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ფლორიდელებს 29 მატჩის შემდეგ 55 ქულა აქვთ. მათ უსწრებენ „ფილადელფია“ 60 ქულით და „ცინცინატი“ 58 ქულით, თუმცა „მაიამის“ ამ გუნდებთან შედარებით 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო მესი 23 მატჩში გატანილი 24 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ლოს ანჯელესის“ ფორვარდი დენი ბუანგა (22 გოლი 28 მატჩში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო კიდევ დიდხანს იქნება“ - მენდიეტა მესის ვერავის ადარებს
„საუკეთესო კიდევ დიდხანს იქნება“ - მენდიეტა მესის ვერავის ადარებს