ლიონელ მესი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესიმ დისი იუნაიტედთან გაიბრწყინა

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ დისი იუნაიტედს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეო მესიმ შეიტანა და შეიძლება თქვას, რომ დისის პირადად მოუგო.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მისი საგოლე გადაცემა საოცრად ეფექტური გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დევიდ ბექჰემის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა სხვა გუნდებზე 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება მესის, ლეგენდარულ არგენტინელს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები