კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

მორიგი დუბლი - რონალდუმ ალ რიადთან გაიბრწყინა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ რიადს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა. 40 წლის სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და საოცარ სერიას აგრძელებს.

კრიშტიანუმ პირველი გოლი 33-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

მატჩი საბოლოო წერტილი სწორედ რონალდუმ დასვა, რომელმაც ალ რიადს 76-ე წუთზე გაუტანა და 5:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები